ღამდებოდა. ზღვად დაისი იდგა,
ვარდისფერი იღვრებოდა შუქი,
ქარი ფრთხილად ჩემს დალალებს შლიდა,
შარიშური გაისმოდა ფურცლის,
ათასობით რომ დაფრენდა ცაში,
წერილები ზღვაში გადავყარე,
იქნება და კი მოაგნონ ნაპირს,
სადაც ცხოვრობ, ჩემო, გენაცვალე.
No comments:
Post a Comment