მე შენს მკლავებში მოქცეული, როგორც ავაზა,
ვწევარ და ფრთხილად შენს ძილს ვდარაჯობ,
ვუსმენ შენს სუნთქვას, შენს მაჯისცემას,
მინდა რომ ქვეყნად არვინ დააფრთხოს.
როცა იღვიძებ, ქალი ვარ ცისფერი,
ნაზი, ქუნქულა ვით თეთრი ღრუბელი
გიწვევ, მზისაკენ ერთად ვიფრინოთ, -
სამოთხის ჩიტი და მე - ქალი ვრუბელის.
No comments:
Post a Comment