Tuesday, November 2, 2021

ეჰ, ფრთებია, პოეტებს რაც გვაბადია! (სატრფიალო)

 ეჰ, ფრთებია, პოეტებს რაც გვაბადია,

თუ არ ვიფრენთ, ისე ლექსებს როგორ დავწერთ,
სიყვარული კიდევ ჩვენი ნაბადია,
ხან ვნების, ხან აღმაფრენის ცეცხლში გაგვხვევს
და ბატონო, თუ კი გხიბლავს ჩემი ლექსი
და ტუჩები ჩემსას გინდა დაატოლო,
მაშინ მანამ სიტყვა უნდა მითხრა ერთი,
"მიყვარხარ და შენთვის ვკვდები, ქალბატონო!"

No comments:

Post a Comment