Wednesday, November 3, 2021

შენ, ვიცი (სატრფიალო)

შენ, ვიცი, ჩემგან ელოდები კოცნას და ალერსს,
გინდა დაგიცხრო წყურვილები უდაბნოს ხვატის,
გინდა დაგადნე , როგორც ზამთარს, ფიფქების გროვა,
როგორც გაზაფხულს არ უხდება ძაძა და გლოვა,
მეც ისე, ლურჯი იებივით კვლავ მოვირთვები
და ჩაგეყრები მაგ კალთაში როგორც ბისერი,
ნაზი შველივით მოვიღერებ შენთვის ყელ-კისერს
და საკოცნელად ალისფერი ტუჩებით გიწვევ.

No comments:

Post a Comment