უშენობა ისე მიჭირს, ისე მტკივა,
თითქოს მიწის დამასახლეს განაპირას,
აღარ მომცეს არც საჭმელი, აღარც წყალი,
უშენობას, სჯობდა ასე მოვეკალი.
შენი სუნთქვა შემომესმა, ეს შენ იყავ,
ყურში ნაზად მიჩურჩულე "მიყვარხარო",
მოვიხედე, მეც მინდოდა, რაღაც მეთქვა,
მაგრამ უცებ გამქრალიყავ, ნიავ-ქარო,
აღარ იყავ, შენი ჩრდილი დამხვდა მხოლოდ,
დამეფინე და ტუჩები დამიკოცნე,
თუ კი ასე შეგიძლია ჩრდილსაც კოცნა,
იმედი მაქვს, რეალობით გამაოცებ.
მე მეგონა, რომ ძლიერ გიყვარდი,
სიყვარულიც თავისებური ომია, ომის და დაპირისპირების განსაკუთრებული სახეობაა, თუმცა ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების მეტი უნარი აღმოაჩნდება; ამიტომაცაა ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობს გასაგები გახდეს ვინმესთვის.
ჩემო ბატონო, თქვენ ღრუბლებში დაფრინავთ, ვხედავ,
ეს ცხოვრება კი სულ არ არის ბრმა იდილია,
აგერ ჩეროში ბეღურები ასფალტზე სხედან,
იმათთვისაც კი ლუკმის შოვნა ბევრი ფიქრია.
და ოცნებებსაც წარსულიდან აცვდებათ ფრთები,
რამდენი უკვე ჩამოვარდა, ბევრიც რიგშია,
ალგორითმების ამოხსნაში რამდენი ვკვდებით,
მგონი, ზეცაში რომ წაგვიღონ, იქაც რიგია.
და მაინც ისევ მატრიალებს ეს ქარიშხალი,
მივყავარ საით, რას მიმზადებს, ვერ გამიგია,
ჩემო ბატონო, შენკენ მოდის ნეტავი გზები,
თუ რომ შემხვდება პაემანზე, არსთგამრიგეა.
ო, რა ლამაზად გავთენდი შენში,
ვხედავ, ძვირფასო, მზესავით ბრწყინავ,
შენთვის ვიყავი ამ ღამით ერთი,
შენთვის ვიყავი ღამეც და დილაც.
შენ სვამდი ნექტარს ჩემი ტუჩიდან,
მეც შენი ტუჩის გავიგე გემო,
და ბედნიერი ჩემი გულისთქმა,
როგორც ჩემს მუზას, მხოლოდ შენ გერგო.
და ირეოდა ნათელი ბნელში,
ხშირად მინდოდა მოხუჭვა თვალის,
რომ ნეტარება
ენითუთქმელი
დარჩენილიყო თილისმად ღამის.
მე - ალუბალი, შენ დიდ მუხას შორიდან გიცქერ,
მომწონხარ ძლიერ და სურვილით მევსება ტანი,
მინდა გაკოცო,მოგეფერო ტუჩსა და პირზე,
მაგრამ ფესვები მიზიდავენ მტანჯველი ძალით.
და როცა ქარი დაუბერავს, ვიხრები შენკენ,
ტოტებსაც გიშვერ, ჩემს ყვავილებს სახეში გაყრი,
მაგრამ ჩემ გარდა, ალბათ კიდევ რამდენი გიმზერს
და ჩემს მეგობრად გამიხდია მხოლოდღა ქარი.
ის თუ მოგიტანს სიყვარულის და ტრფობის ამბავს,
რომ ავსებულა ჩემი გული და შენკენ იწევს,
დავმწიფდები და მე შეგასმევ ისეთ ტკბილ ბადაგს,
რომ იდუმალი ოცნებებით მეცხრე ცას მისწვდე.
თითქოს შემშალა სიყვარულმა, არ ვარ ჭკუაზედ,
არა ვარ-მეთქი, დავბარბაცებ ასე უგონოდ
და თუ ოდესმე ისევ შემხვდი, შენც დამინახე,
მთვრალი იყოო ის საწყალი, არვის უამბო.
რითი მოვკვდები, სიყვარულში უსიყვარულოდ,
თუ უსიყვარულოდ სიყვარულში, საკითხავია!
შენი ხელების მაგიჟებს სითბო
და მავიწყდება მაშინ ყოველი,
იქ მოვალ, სადაც ვნებები ითხოვს,
სადაც მიცდი და სადაც მომელი,
ამიყვავდება თვალებში ია,
შენი თვალების ლურჯი ველიდან
და აინთება ცაზე წითელი,
ზეციურ ძალთა ელვარებიდან.
გავლხვები შენში, როგორც მთის თოვლი,
ვიდინებ ისე, როგორც ჩანჩქერი,
და რას დაარქმევ შენ ამ დიდ გრძნობას,
შენ გადაწყვიტე ეგ ყველაფერი.
სადა ოთახი
საოცრებაა ეს გიჟი მარტი,
უნდა გამშალოს, როგორც ყვავილი,
მაგრამ სიყვარულს ჩემს თავს არ ვაცლი,
გადამძვრა უკვე ფერ-უმარილი.
დაე, იგიჟოს სხვა ყვავილებთან,
ნორჩი, ლამაზი ბევრზე-ბევრია,
წლებმა წამიღო სურვილნანატრი,
უტყვი ფიქრები შემომესია.
საოცრებაა ეს გიჟი მარტი,
უნდა გამშალოს როგორც ყვავილი
და გადაწყვეტას ვპოულობ მარტივს,
თბილ მზეს ვუღიმი გიჟი მარტივით.
მინდა რომ შენში ავყვავდე ბაღად,
დაკვირტდეს ყველა ნაზი ყვავილი,
უთუოდ ჩემი იქნები ამღამ
გადაგაგეხსნება სულში არილი.
და თუ კი ხელის შეხება იგრძენ,
არ შეგეშინდეს, ეს მე ვიქნები,
რომ გაზიარო ნამდვილ სიყვარულს,
და აგიცეკვო თვალში ნიმფები.
შენ თუ გგონია, რომ არ მოვკვდები,
ერთი სული მაქვს, რომ შენამდე ერთხელ მოვიდე,
გივი
ტუხაშვილს! (ფშაურ კილოზე)
ისე
დიდია ცდუნება,
რამეს
დაგიწერ გივიო,
ვერ
შასცვლი ბედისწერასა,
ჩენთან
ტყუილა სჩივიო...
ალბათ
გასჩერდი თვითონა,
პირს
დაგთამაშებს ღიმიო...
შორიდან
ისე არა ჩან,
რო
ედგეთ გასაჭირიო...
ალბათ
ის აინტერესებთ,
სადაურია
ხილიო,
გახდით,
ვფიქრობ, ვერ გაგხდიან,
არ
აკერავის ღილიო...
თუ
რაში გამაადგები,
არ
შაირცხვინო პირიო...
„სხვა
დროს მთავარ ჯგუფს თუ მასწყდი“,
იახლე
აფარ - „გზირიო“...
გელა
ციგროშვილი
26.11.2014წ.
მინდა რომ ძლიერ გიყვარდე,
მე ვინაც მინდებ, არ ვუნდებ,
ვუნდებ და მე არ მწადია,
ახლაღავ, ღმერთო, მითხარი,
ეს რაგვარ სამართალია.
ისე ჩახჩახებს ეს ველი,
თითქოს ზედ იწვა მთვარეო,
საბანი გადააცალეს,
განათდა არე-მარეო,
იმისსა შემხედვარესა,
ამებნა დღეს და ხვალეო.
სულ არ გემდური...
/ფშაურ კილოზე./ხელისგულზე დაგადნები, როგორ ფიფქი,
გაყინულ ჩიტს სულს რომ ნაზად შემიბერავ,
ქართლის მიწა გადათეთრდა, როგორც იფქლი,
ვეღარ ნახა სილამაზე თოვლის ბევრმა.
ჩვენ კი ვივლით, ნაფეხურებს ისევ ვავსებთ,
ფანტელებად ძირს ჩამოდის თეთრი ზეცა,
შენც ინატრე, რაღა გინდა ამის მეტი
და უთუოდ ყველა
ნატვრა აგიხდება.
ყველაზე ლამაზი ტორტი
ტოტოს ძალიან უცნაურად მოეჩვენა ის დღე, წინა დღეებშიც არანაკლები აურზაური იდგა უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად, თავშესაფრის თანამშრომლები გარბი-გამორბოდნენ, ნათურებსა და მოსართავებს კიდებდნენ ყველგან, ნაძვის ხეც მორთეს. უცნაური სურნელი ტრიალებდა, გემრიელი, შეიყნოსა ძაღლმა, ეამა. ის დღე გაახსენდა, პატრონს რომ დაეკარგა. ძია ვარლამი სულ თან დაატარებდა, მაღაზიის კართან დატოვა, მაგრამ მერე აღარ გამოჩნდა, ვინ იცის რა დაემართაო, გაიფიქრა და თვალებში ცრემლი მოაწვა, ეს სურნელებაც ახსოვს, შობის ღამეს იდგა სახლში, სადაც ის და ძია ვარლამი ცხოვრობდნენ. ეჰ, რა ბედნიერი იყო მაშინ. თვალები გაახილა ტოტომ, მიიხედ-მოიხედა, ვინმემ ჩემი ცრემლი ხომ არ დაინახაო, ბიჭია და როგორ უნდა იტიროს?! გვერდზე გალიაში მწვანეთვალება ფისოს ეძინა, არ დაუნახავს ჩემი ცრემლებიო, გაეხარდა, მერე მეორე მხარეს გაიხედა, იქ ძაღლი იწვა, შავკოპლებიანი, ისიც ამასავით პატრონს ელოდა, დაკარგულიყო, სარკმელიდან შემომავალი სინათლისთვის გაეშტერებინა თვალი, დღეს შობის ღამე დგებაო, წაიბურტყუნა. ტოტოსაც გაახსენდა, ძია ვარლამი ზუსტად ერთი წლის წინ თავის შვილიშვილს რომ ელაპარაკა, შობა მიულოცა პატარა ნიაკოს, მოციმციმე ეკრანზე მომღიმარი პატარა ლამაზი გოგონაც წარმოუდგა თვალწინ, პაპას ამშვიდებდა, შემდეგი შობისთვის მანდ ვიქნებიო. ძია ვარლამიც ისეთი ბედნიერი იყო. სულ თეთრად უელავდა კბილები და თვალებიდან ნაპერწკლები ცვიოდა, შეიძლება ცრემლები იყო, მაგრამ სიხარულის, ის კი ნაპერწკლებს ჰგავს, ანათებს. ტოტომაც სარკმელს შეხედა, უცნაურად ანთებულიყო ცა, გარეთ რაღაც შუქებიც ციმციმებდა და ანათებდა. ერთი კვირაა უკვე აქ არის და ასეთი ნათელი ღამე არასოდეს უნახავს. ვარსკვლავებიც კი უცნაურად ტრიალებდნენ ცაზე, თითქოს რაღაცისთვის ემზადებოდნენ. ძია ვარლამის ნათქვამი გაახსენდა, შობის ღამეს ათასნაირი სურვილები ხდებაო. ისევ ცრემლები მოაწვა თვალებში, მაგრამ თავი შეიკავა, კმარა ცრემლის ღვრაო, ისევ გვერდზე გალიაში მყოფ კატას და ძაღლს გადახედა. უცბად რაღაც მოუსვენრობამ შეიპყრო. ნაცნობი სუნი იგრძნო. უპატრონო ცხოველთა თავშესაფრის შესასვლელში ჩოჩქოლი ატყდა, ძია ვარლამის ხმა გაიგონა, იქნებ, აქ არის ჩემი ძაღლიო, ელაპარაკებოდა მომვლელს, წამოხტა, სირბილი დაიწყო გალიაში, ის არის, მომაკითხაო, მართლაც, ოთახში ძია ვარლამი შემოვიდა, პატარა გოგონა მოყვებოდა გვერდზე, ნიაკო იყო, სწორედ ის, ეკრანზე რომ იღიმებოდა, ჩამოსულაო, გაიფიქრა ტოტომ. ტორტი შემოიტანეს უზარმაზარი და მაგიდაზე შემოდგეს, ნუთუ ტოტოსთვის იყო? ფიქრობდა ძაღლი, ყეფის უნარიც დაეკარგა სიხარულისგან და მხოლოდ წკავწკავებდა. ძია ვარლამი ტოტოს გალიასთან მივიდა, გაუღო კარები და ძაღლი გამოიყვანა, რა ბედნიერი იყო ტოტო, ყველაზე ბედნიერი ამ ქვეყანაზე, შობის ღამეს სურვილები ხდებაო, გაახსენდა ძია ვარლამის ნათქვამი. ნიაკომაც გადაუსვა ძაღლს თავზე ხელი. ნაპერწკლები გადმოცვივდა ტოტოს თვალებიდან.ძია ვარლამმა ტოტო ნიაკოს გადასცა ხელში, თვითონ კი ტორტის დაჭრას შეუდგა, რა გემრიელი სუნი დადგა ოთახში, ყველაზე ლამაზი ტორტია დედამიწის ზურგზე, გაიფიქრა ტოტომ, იმიტომ რომ ჩემთვისაა! ძია ვარლამმა დაჭრა და თავშესაფრის ყველა ბინადარს ჩამოურიგა, და იცით რა მოხდა, ყველას ნაპერწკლები ცვიოდა თვალებიდან და ანათებდა და ის ღამე არავის არასოდეს დაავიწყდებოდა ნამდვილად, ხარობდნენ უპატრონი ცხოველთა თავშესაფრის ბინადარნი.
11/25/21 10:39 AM
დარდების
გამყიდველი
როგორც
ყოველთვის, ახლაც ისევ მარტო დავდივარ,
მირაჟის
გზები ოაზისთან არასდროს მიდის...
მერე
„მშრალ ხიდთან“, ფეხათრევით, ტანჯვით, გავდივარ
და
ძველმანების ბაზრობაზე ჩემს დარდებს ვყიდი.
მქონდა
ღიმილიც, ოცნებებიც, - ყვავილი სულის...
ბევრიც
მომპარეს, უშურველად ზოგიც გავეცი,
დარდებიღაა
საზღაური ჩემი წარსულის,
ფეხზე
დგომის ფასს მაშინ იგებ, - თუკი დაეცი!
ნიკალასავით
დახლთან დგომა მზარავს და მაკრთობს,
არც
ბაგეს მიმკობს დახლიდარის ღიმილი ქლესა...
დავხუჭავ
თვალებს, ამ ჩემს დარდებს ან ვინ მომპარავს,
ყელს
ებჯინება ფორიაქი და გულის კვნესა.
არვინ
იყიდის ჩემს საქონელს, არა ვარ მარტო,
ჩემს
გვერდზე სხვებსაც უხვადა აქვთ დარდების გროვა,
გავაჩუქებდი...
მაგრამ დარდი ვის მივუმატო,
ჯიუტად
ვდგავარ, ვიცი, ჩემი მყიდველიც მოვა.
ნუთუ
არავინ აღარ დარჩა მუშტარი დარდის?
ნუთუ
ბოლომდე დაიცალა იმედის თასი?
ნიკალასავით
მეც მინდოდა მირთმევა ვარდის...
თუმც
ვხვდები, რო ჩემს ვარდს მისთვის არა აქვს ფასი.
სხვა
გასაყიდი არაფერი არ მაბადია,
სულიღა
შემრჩა, მაგრამ არის უფლის ტარიგი...
იმას
არავის არ მივყიდი, ცხადზე ცხადია,
მხოლოდ
უფალმა იცის მისი „ყიდვის“ თარიღი!
მქონდა
ღიმილიც, ოცნებებიც, - ყვავილი სულის...
ბევრიც
მომპარეს, უშურველად ზოგიც გავეცი,
დარდებიღაა
საზღაური ჩემი წარსულის,
ფეხზე
დგომის ფასს მაშინ იგებ, - თუკი დაეცი!
უტყვი მთვარე შემომყურებს გაოცებით
და ლაპარაკს, ვხედავ, ვერცა ბედავს,
მე მივყვები ამ ბილიკებს მთვარიანებს,
მგონი უკვე დამებინდა მზერა.
ვეღარ ვამჩნევ იებსა და წითელ ვარდებს,
მოჩანს მხოლოდ ეკალ-ბარდის ბუჩქი,
მთვარევ, სხივი მომანათე უფრო მწველი,
ანდა მზერა მომაცილე კუშტი.
ნეტავ რაა, ამ ცხოვრების გულის რიტმი,
დიდ სარკში ირეკლება შენი ფრთები,
მინდა ძლიერ გაგაკვირვო, გაგაოცო,
მაგრამ როგორ, სამწუხაროდ, ვერა ვხვდები.
შენი სულის ხმაურსა და მრავალწერტილს,
ვგრძნობ, აქ მესმის მისი ხმები,
აბა, მითხარ, რა გითხრა, რით გაგაოცო,
ანგელოზო, ამოგსვლია დიდი ფრთები.
მოველ და მომეხალისე,
სულში აყვავდნენ იები,
შენი თვალიდან მოვკრიფე,
ლამაზები და მზიები.
ხელში ნარნარად მარწიე,
პირი ამივსე კოცნებით,
თითქოს ბადაგი მარგუნე,
მოდი და ნუ გაოცდები.
მერე თვითონაც იგემე
ჩემი სამოთხის ვაშლები,
ნეტავი, თუ მოგეწონა,
ბადაგზე არანაკლები.
ლოგინზე წამომაწვინე,
თავქვეშ ამომდე მკლავები,
ტრფობის მორევში ჩამძირე,
მე რაღას გაგიმკლავდები,
არ დამაყვედროთ!
ცეცხლთან ცეცხლს ემსგავსე, ჩემო კაბალიერო,
ბუხართან ვსხედვართ და ვთბებით,
შენ კი ისე მიმზერ, ისეთი წყურვილით,
იქნებ გამომესხას ფრთები,
მინდა იქ გავფრინდეთ, იქ იმ სამყაროში,
სადაც არასოდეს ვკვდებით,
სადაც დროც და სივრცეც უკვე სულერთია,
მუდამ მეყოლები გვერდით.
შენთვის თუ ვიყავ დედოფალი და სხვა ამგვარი,
დღეს ნატკენ სულში ჩამომდგარა თეთრი ზამთარი,
გავყურებ ქუჩას ამრეზილი ბავშვის თვალებით,
შენ კი ჩემს გულში თოვლს ამატებ ყრუ გამალებით.
მოჰყვება ფიფქებს ზამთრიანი დილის იმედი,
რომ დედოფალი ახლაცა ვარ, თუნდაც ფიქრებით,
რომ არსებობენ სხვა გრძედები, სხვა განედები
სად მოძრაობენ პლანეტები თავგამეტებით.
.
ვერავის ვერ დავეტოლე, რა ვქნა, ვერ ვარ უკეთესი,
ბრიჯიდ ბარდოც მე მჯობია, კარდინალეც და ტორესიც,
მაგრამ სული შენთვის დამაქვს, ესა მაქვს, რაც მაბადია,
გულის კარებს ნუ დახურავ, დამიტოვე ცოტა ღია.
შენ
ახლა ზღვაზე ხარ!
1.
შენ ახლა ზღვაზე ხარ, გაწვალებს ეგ სიო,
თმებში
რომ გიძვრება, თავზე რომ გევლება...
გონება
მკარნახობს, დაწერე ლექსიო:
ისეთი
ძარღვებს რომ დაუვლის ელვებად.
2.
შენს ნაცნობ ღრუბელთან მოკითხვის ბარათებს
გაატან
კამკამა და ფრთათეთრ თოლიას...
შესცურავ
ტალღებში, ზედ მზე რომ ანათებს
და
ჩამოირეცხავ მაგ მელანქოლიას.
3.
ვეღარ დავაღწიე მე ფიქრებს შესეულს,
მზე
ირგვლივ ჩახჩახას აგინთებს ნათურებს,
მარტოს
რომ გიხილავს, მოვა და შენს სხეულს, -
ეგ
ბებერი ფრანტი სხივს მოუფათურებს!
4.
მზეც მაეჭვიანებს, ტალღებიც და სიოც,
ეჭვამდის
კი კაცი ერთ გრძნობას მიყავხარ...
თუ
გიყვარს მაშინ აქვს ცხოვრებას ფასიო,
ასე
გამიგია და... ალბათ მიყვარხარ!
ელგუჯა ციგროშვილი
3. 07. 2016წ.
შენ გაგიმარჯოს,პატარა ქალო,
სულო სპეტაკო,ბროლო სხეულო...