მოდით, ჩამხედეთ!
1. ამპარტავნების მძიმე სენზე
მე ვარ აცრილი,
ბოღმა და შური, ჩემს სახეზე
ვერ მოჰფენს ჩრდილებს...
ზამთარ და ზაფხულ, ამ თვალებში
ჰყვავის აპრილი,
მოდით, ჩამხედეთ და თქვენს სულშიც
გ ა ი ა პ რ ი ლ ე ბ ს !
2. სიკეთისათვის არავისგან
ვითხოვ მადლობას,
თუ მაინც მითხრეს, ვწითლდები და
მეწვის ღაწვები...
სამარიტელთან ვისურვებდი
გაცნობას, ძმობას,
ავი სიზმრებიც ვერ დამტანჯავს,~
როცა დავწვები.
3. ,,მადლი ქენი და ქვაზე დადე,"~
მე ასე მზარდეს,
,,მადლის მქმნელს მადლი უბევრდება",~
მასწავლეს ესაც...
ვცდილობ, ჩემს ირგვლივ ვინმეს
რამე რომ გაუხარდეს
და... ამით ვხარობ, გუშინწინაც,
გუშინაც, დღესაც.
4. ხვალეც მინდა, რომ სიხარულის
დღე გვქონდეს ყველას
და სიყვარულის სადიდებელს
ვცლიდეთ ფიალებს...
აღზევებული მაშინ უწევს
დაცემულს შველას,
როცა სამყარო სიყვარულის
ღერძზე ტრიალებს!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი. 07.06.2016 წელი.
No comments:
Post a Comment