Sunday, November 7, 2021

ჩემი ქვეყანა (სატრფიალო)

 მე შენ წაგიყვან სიზმარეთში, ჩემს ქვეყანაში,

სადაც ვერცლისფრად ანათებს ზეცა,

და სარკეებით მორთულ დარბაზში 

გვიმასპინძლებენ დედები ერთად.

რა სიმყუდროვე იქნება ალბათ,

და რა სინაზე, ჰაეროვნება,

ვერაფერი ცვლის დედების ხელებს,

დიდებულებას და საოცრებას.

No comments:

Post a Comment