ჩვენ ვდგავართ ქარში და მოისმის ჰანგები ვალსის,
თავზე გევლები, როგორც ქარი ციმციმა ფოთოლს,კრთიხარ, კანკალებ, არ გატყუებს შენ ალღო ხვადის,
ხვდები მიყვარხარ, ჰო, მიყვარხარ, ეჰ, თანაც როგორ!
მაგრამ სულ სხვაა რეალობა, შენ სადღაც შორს ხარ,
არ ვიცი, ნეტავ, გიყვარს კია ვალსი და ბლუზი,
მე მარტოობის კრიალოსანს ამ ქარში ვმარცვლავ
და ფანჯარასთან შენს ნაზ ღიმილს უსიტყვოდ ვუცდი.
No comments:
Post a Comment