Tuesday, November 2, 2021

ექსპრომტი

 სიყვარულის ფერი არის შენი ლექსი, 

და გიშერი თვალები და წამწამები,

და ზღვები დგას შიგნით დიდი, თითქოს მელნის,

სიყვარულით და ვნებებით ანავსები,

და მიჰყავხარ ბნელ ქუჩებში ქარს და გრიგალს,

როგორც ბავშვი, მსუბუქი და უწონადი,

შენ დარჩები ამ ქალაქში შენი ლექსით,

მე წამიღებს ეს დროება უხსოვარში.

No comments:

Post a Comment