შევრჩი ერთი ფოთოლი, ხეს, არ მინდა გაქრობა,
ქარო იქნებ მაცალო, მოვილიო ზამთრობა,
იქნებ სასტიკ სიცივეს და სუსხსაც კი გავუძლო,
რატომ თავს არ მანებებ, ქარიშხალო ძალუმო.
თუ ბოლომდე დამინდობ, დათვივით არ დამტორავ,
გაზაფხულზე მოვისმენ ბულბულების გალობას.
მწვანე ფოთლებს შევხედავ ციური აღტაცებით,
ვარდის სურნელს მომიტანს გაზაფხულის ქარები,
ახლა ცოტა მაცალე, ჯერ არ მინდა გაქრობა,
იქნებ, კვლავ მოვისმინო ბულბულების გალობა.
No comments:
Post a Comment