Tuesday, September 7, 2021

მარტოობა, ჩანახატი

 სამწუხაროა, რომ ადამიანი სულიერად თითქმის ყოველთვის მარტოა, იშვიათად ნახულობს თავის სულის ცალს და თუ იპოვა, ეს უდიდესი ბედნიერებაა, მით უმეტეს, თუ ისინი შემოქმედებითი ადამიანები არიან, ამ დროს ხდება ნიჭის აფეთქება, რისი ბევრი მაგალითებიც გვაქვს კაცობრიობის ისტორიაში, ეს ისე, ლირიული გადახვევა

ძველი ლექსებიდან "მარტოობა"
კაბის კალთაზე დამდნარ სანთელს, ნათენებ ღამეს,
მე არ გამადლი, არ გაყვედრი, ხელახლა გიხმობ,
ჩემი ცხოვრების აღმაშფოთო, რაინდო ღამის,
მსურს დედამიწის მაჯისცემა ხელახლა ვიგრძნო...
ნაჩუქარ ვარდებს, ძველი წიგნის ყდებში გაჩრილებს,
ნაჩუქარ ფიქრებს, დრომ და ჟამმა რომ ვერ გაცვითა,
ქარს გამოვატან, იქნებ მოჰკრა თვალი როდისმე,
მანამდე გული ამ გრძნობებმა თუ არ დაფლითა.
გამოჩნდე ისევ, დაგინახო, ხელახლა გიგრძნო,
ეს სიყვარული დრომ სივრცეში ჯერ არ გახიზნა...
მოგონებების უსასრულო მორევში ჩაფლულს,
მიუსაფართა ცივმა ქარმა თვალი ჩამიკრა.
მაია დიაკონიძე
1. 06.2012წ.

No comments:

Post a Comment