ამ ღამით ლანდებს შევეთამაშე,
წყება-წყებად რომ იწვნენ ხიდგაღმა,
ცა გადაევსო ღრუბელთ მაფრაშებს,
მეც შვუყევი ცისფერ ცის აღმართს.
ვიცოდი, იქ რომ შენ დამხვდებოდი,
იქ მომიწყობდი შეხვედრას, ზეიმს,
მთვარე სხივებით გამაბრწყინებდა,
ლურჯს მომასხამდნენ მოსასხამს ზეცის.
ანგელოზები გაშლიდნენ სუფრას,
თასს მოგვაწვდიდნენ იაგუნდების,
გალობითა და ლოცვა-კურთხევით,
მოგვეხვეოდნენ მტრედის ხუნდები.
No comments:
Post a Comment