Tuesday, September 7, 2021

ერთ დღეს, ერთხელაც...(სატრფიალო)

 ერთ დღეს ერთხელაც ჩვენ შევხვდებით, ჩაგხედავ თვალში 

მიძინებული სურვილები გაიღვიძებენ,

ნეტავ, პირველი რა მომივა ფიქრებად თავში,

თვით სურვილებიც პირველობას რომელს მისცემენ?!

ალბათ, მოგვიწევს, ხატობების შემოვლა ფშავში ,

თუ ღია ცის ქვეშ გავატაროთ ის ღამე უნდა,

იქნებ მეტყევის ღარიბული ქოხი ვარჩიოთ,

თუ სასახლეში ვნებიანად მიმიკრავ გულთან?!

სულ ერთი არის, მთავარია შენთან ვიქნები,

კისერზე, მკლავზე ჭიგოსავით მოგეჭიდები,

ავბრიალდებით შემოდგომის ფოთლებად ქარში,

მარადისობის ძლიერ სუნთქვას შევიგრძნობთ ტანში.





No comments:

Post a Comment