Wednesday, September 8, 2021

ნურც მიცოცხლია! (სატრფიალო)

 ნუთუ განგებამ ასე გამწირა, -

სიყვარულისთვის არ დავიბადე,

მინდა რომ ძლიერ, ძლიერ მიყვარდეს,

ვნების ფიალა შევსვა პირთამდე,

ნუთუ სხვებისთვის არის სიცოცხლე,

ჩემთვის კი მუდამ ოხვრის ჟამია,

არც მიცოცხლია, ნურც მიცოცხლია,

სიყვარული თუ არ მაბადია.


No comments:

Post a Comment