Friday, September 10, 2021

რა სიყვარული შეგვყრია სატრფიალო)

 მინდა რომ ერთად გავიდეთ მდინარის იმ შორ ნაპირზე, 

იქ ხეივანი დაგვხვდება, ამ ჩვენი გულის სამიზნე,

უკვე მწიფეა ყურძენი, ვკრიფოთ და ვკრიფოთ დილამდე,

რამდენიც გაგვეხარდება, გოდრები ვავსოთ პირთამდე.

ჩავყაროთ დიდ საწნახელში, დავჭყლიტოთ მერე ფეხებით,

შენ დიონისე იქნები, ვაზის რტოთ კრძალვით ეხები,

ერთად ვიცეკვებთ, დავთვრებით ყურძნის წვენით და ვნებებით,

რა სიყვარული შეგვყრია, ასეთი მოუნელები.


No comments:

Post a Comment