Friday, September 10, 2021

მე მინდა ვიწვე ახლა (სატრფიალო-ეროტიკული)

 მინდა რომ ვიწვე ახლა, ამ წუთს შენს ძლიერ მკლავზე,

მესმოდეს  შენი გულისცემა, გრძნობებს რომ ამხელს,

შენი ტუჩები მეხებოდეს ფაქიზად პირზე,

მთვარემ ფანჯრიდან შემოგვხედოს, შუქს ფენდეს ცისფერს .

გავაოცებდით ცის ბინადართ ძლიერი გრძნობით,

გარეთ აპრილი იმღერებდა ტყემლების თოვლით

და ჩვენს სარკმელთან სურნელებად დაღვრილი ვარდი

დაგვაბრუნებდა წუთისოფლად ვნებებით დაღლილთ.


No comments:

Post a Comment