Friday, September 10, 2021

ერთ დღესაც

 ერთ დღესაც მოვა სხვა გაზაფხული 

და ის წამიყვანს სულ სხვა ქარებთან,

სულ სხვა ყვავილი აყვავილდება,

სულ სხვა დადგება იასამნებთან,

სხვა წვიმა ირბენს გაყინულ გულზე,

სხვა ბულბულები იმღერენ თარზე.

და ერთ დღეს, როცა მე დავსრულდები,

სულ სხვა პოეტი ჩამოჰკრავს ზარებს.

No comments:

Post a Comment