Thursday, September 9, 2021

ჩემო სიცოცხლევ! (სატრფიალო)

ჩემო სიცოცხლევ, როგორ მსურხარ, როგორ მიყვარხარ,

როგორ მინდა რომ თუნდაც ერთხელ ჩაგხედო თვალში,

როგორ მინდა, რომ ისე ძლიერ მოგეალერსო, 

რომ ვნების ალმა გაგიაროს სისხლსა და ძარღვში.

რომ მერე უცებ არ წახვიდე, არ მიმატოვო,

შარბათს ტრფობისას შეგასმევდი დღისით და ღამით,

შენც გახვეული სიყვარულის ცეცხლსა და ალში,

ხშირი სტუმარი გახდებოდი სამოთხის ბაღის.


 


No comments:

Post a Comment