მომეცი ნება!
გადარეული სიყვარულის მომეცი ნება,
მიყვარდე, როგორც ყვარებიათ არასდროს არვინ,
როგორც აპრილში იფურჩქნება გიჟური ვნება,
გთხოვ, ამიტაცო და წამიღო ყვავილთა ქარში.
სად იასამნის სურნელება იფრქვევა ცრემლად,
სად სასოება მხურვალებად შემოდის ტანში,
სადაც სამყაროს შენეული გრძნობებით ვხედავ
და სადაც კდემა სიყვარულის ნაზ კოკორს გაშლის.
მაია დიაკონიძე
4.09.2021წელი
ზურაბ გოგუა კომენტარი:
მოდერატორი
ოჰოო როგორა ჰგავს გალაკტიობის ამოძხილს: "უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
ჰგავს,მხოლოდ ეს ტაეპები ჰგავს!"და უძლიერსი სიყვარულის ჩასახლებას ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, რომელთაც აძგერებია გული სასიყვარულოდ და მის ფენომენალური ბრწყინალებით გაწყობილ სივრცეებში დაუვანებია,იქ სადაც:
"...სად იასამნის სურნელება იფრქვევა ცრემლად,
სად სასოება მხურვალებად შემოდის ტანში,
სადაც სამყაროს შენეული გრძნობებით ვხედავ
და სადაც კდემა სიყვარულის ნორჩ კოკორს გაშლის...." დიდი მადლობა ამ ულამაზესი ლექსის, შემოქმედს ქალბატონ მაიას! უღრნესი მადლობა ქალბატონო ხათუნა თქვენ ამ ლექსის გაცნობისათვის!
No comments:
Post a Comment