ამ პოლარული ღამის ტყვე ვარ
და შენ ერთს გიცდი,
თუმც ბრჭყვინავს თოვლი,
შუაღამეს უკვე გადასცდა,
ტუჩები უკვე გამიფითრდა,
დაკარგა ხიბლი,
ახლა მოგიწევს ჩემთვის ღალის კოცნით გადახდა,
შუაღამეა, სანთელი იწვის, შენ კი არ ჩანხარ!
---------------------------------------------------------
აი, მოხვედი, მომიწექი გვერდზე ლოგინში,
სითბო გწყურია, მე კი უკვე ისიც აღარ მაქვს,
გაფითრებული, გაყინული ვწევარ, გიყვები,
- გარეთ გიცდიდი, დროზე მსურდა შენი დანახვა,
- გაბრაზებულს და გალუჯებულს მიკოცნი ტუჩებს,
ტანზე მეხვევი, რომ გაათბო ჩემი სხეული,
და შენი ტანის ოხშივარი, სურნელი მათრობს,
სულ მავიწყდება, რომ ვიყავი გაბრაზებული
No comments:
Post a Comment