ჰგავდი ამორძალს!
1.ჰგავდი ამორძალს...და ამავ დროს
თითქოს არც ჰგავდი...
ორივე ძუძუ გიმშვენებდა
უნაკლო სხეულს,
მკრთალი ღიმილით, მთვარესავით, -
ღამეს ჰქარგავდი
და მე გიცქერდი, ვით ფერიას,
ზღაპრულს და გრძნეულს.
2.ჰგავდი ამორძალს... დაუმცხრალი,
ხარბი თვალებით,
ო ო ო ! ეგ თვალები, -
სამუდამოდ მემახსოვრება:
აგიზგიზებულ - ანთებული,
ტრფობის ალებით, -
რომ ე რ თ ღამეში ჩაგეტია
მთელი ცხოვრება!
3.ღმერთებს შესთხოვდი
მზის არ მოსვლას,
არ გათენებას,
ღამით ნაფერებს წაგართმევდა
მოსვლა დილისა;
მრავალწერტილი დაესმოდა
ვნების ჭენებას,
ვერანაირი ვერ გიხსნიდა
ჯადო - თილისმა.
4.ვიცით: ტრფობისთვის „ათას
ერთი ღამე“-ც არ კმარა,
რა ცეცხლს ჩააქრობს, მარტო
ე რ თ ი ღამის წყალობა,
სასურველი ხომ მოდის გვიან...
და მიდის ჩქარა,~
მძიმე ხვედრია ქალისათვის
ა მ ო რ ძ ა ლ ო ბ ა !
5.ჰგავდი ამორძალს... და ამავ
დროს თითქოს არც ჰგავდი,
ორივე ძუძუ გიმშვენებდა
უნაკლო სხეულს,
მკრთალი ღიმილით, მთვარესავით,
ღამეს ჰქარგავდი
და...ინტერესით მიცქეროდი
საკუთარ რჩეულს.
6.უკვე სხვა იყავ, შენი სახეც
სევდას ხატავდა,
ო ო ო ! ეგ თვალები, ~
სიკვდილამდე მემახსოვრება;
შ ე მ ო გ ვ ა თ ე ნ დ ა ... და ი მ ე დ ი ც
თან - თან გათავდა ,~
რომ ე რ თ ღამეში არ ეტევა
მთელი ცხოვრება!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 15 .10 . 2013 წელი.
21თქვენ, ელგუჯა ციგროშვილი და 19 სხვა
7 კომენტარი
სიყვარული
კომენტარის დატოვება
No comments:
Post a Comment