Saturday, September 4, 2021

მზის ნატურალი, ავტ. იოსებ მაჭარაშვილი

ტალღებს მიჰყვებოდი, როგორც ორაგული,

ეშხით დაგეშილი მზერა დაგაწიე,

მერე შენეული, კდემაშერეული

და მზის ნატურალი ტანი დავარწიე,

სული დავარბიე, მაგრამ შორეული

სურვილმორეული ღამე გავათიე,

ვნებით გალურსილი ძგერდა გაზაფხული,

მთებმა მოკრძალების ფარდა გადასწიეს.

ავტ. იოსებ მაჭარაშვილი


No comments:

Post a Comment