ეჰ, კუნაპეტო ღამევ,
ჩამოდექ, მოდი დროზე,
გამოასწარი ქარსაც,
მდინარეც დაამდოვრე,
არც ხმა ისმოდეს წყალთა,
აღარც ჭიკჭიკი ჩიტის,
გადმომაფარე კალთა,
სიყვარული მაქვს ბიჭის.
მინდა მოვხვიო ხელი,
მისი ხელ მედოს მკერდზე,
დამისრისავდეს კერტებს,
დამიკოცნიდეს ფერდებს.
დამადნებოდეს მკერდზე,
გახშირდებოდეს სუნთქვა,
როგორც ლამპარში ჯინი,
შემოვისახლო უნდა.
No comments:
Post a Comment