ამორძალი ვარ და შენთან ყოფნის
სულ ერთი ღამის მომცეს მე ნება,
სად მოვისროლო ეს ქარიშხალი,
ვის მივცე ჩემი ჟინი და ვნება?!
თუ ერთ ღამეში შევძლო ალერსით
მიმოვირბინო შენი სხეული,
დავკოცნო შენი ყველა უჯრედი,
დავშრიტო ვნება გადარეული.
და დავეწაფო შენს ლამაზ ტუჩებს,
დავკოცნო შენი სახე და მხრები
და მოქცეული შენს დიდ მკლავებში
სიამოვნების ვეწვიო ზენიტს.
No comments:
Post a Comment