ქალო, რა ცეხლი დამინთე,
გულის, გონების წამღები,
მთიდან ყვავილებს ჩამოვცლი,
თუ კი იქნები ამღები,
ყვავილზე უარს არ მეტყვი,
ასე ვფიქრობ და მგონია,
მოგება შენი გულისა
ვიცი, ადვილი როდია,
თუ არა ღრუბლებს ჩამოვხსნი,
მარგალიტებად დაგკიდებ,
ნეტავ, მერე თუ ამიხსნი,
სხვას რად აქებ და ადიდებ?!.
No comments:
Post a Comment