Friday, September 3, 2021

ქალი, ავტ. ავთანდილ ჟღერია

 ქალი

ხარდანს შევუცვლი და
მოვახვევ
მწკრივებში ვენახს,
შემოვახვევ და გაიხდიან
დასაყრდენ ხაროდ,
რა წარმტაცია ვაზის ლერწი
როცა კვირტები,
ძუძუს კერტივით ნაზია და
მზის სხივით ხარობს.
რა ლამაზია გაკრეფის დროს
ვენახში ქალი,
ვაზის ლერწივით მოქნილი და
მსუბუქად მვლელი,
და მტევანივით დასაწური
მისი სხეული,
დამაცხრობელი ვნებისა და
წყურვილის მკვლელი.
რამ გამაბრუოს გარდა სუნმა
შენი ტანისამ
სანამ შენამდე მოვიდოდე
თუ არ ვიდარდე,
რა მაცოცხლებდა შენი ვნებით
თრობის გარეშე,
რა მაცოცხლებდა აგრერიგად
რომ არ მიყვარდე.
ავთანდილ ჟღერია

No comments:

Post a Comment