დღეს ღამით ლამაზ ღიმილზე უნდა გესაუბროთ და ერთი ისტორია მოგიყვეთ გასახალისებლად: ჩემს გარეგნობას რატომღაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი წლების მანძილზე, როგორც დიასახლისთა უმრავლესობა, ძირითადად ბავშვების აღზრდით და საოჯახო საქმიანობით ვიყავი დაკავებული, ერთხელ სადღაც სკვერში ჩამოვჯექი მეგობარი მწერლების მოლოდინში და მოულოდნელად კაცი მომიახლოვდა, რომელსაც ასევე ვიცნობდი, პოეტი, საუბარი გამიბა,. მალე ჩემი მეგობრებიც მოვიდნენ, იმ საღამოსვე ეს კაცი-პოეტი ფეისბუქში დამიმეგობრდა, დილით ლექსი დადო თავის გვერდზე, მომნუსხველ ღიმილზე, მოვუწონე და მომწერა, რომ ჩემმა ღიმილმა მოაჯადოვა და რომ ეს ლექსი მე მეძღვნებოდა. თითქოს ტრანსიდან გამომიყვანა ამ ლექსმა და ამ სიტყვებმა, სხვა თვალით შევხედე ჩემს თავს, მივხვდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ღიმილსაც და თბილ სიტყვასაც, რომელსაც შეუძლია სასიკვდილოდ გადადებულიც კი გადაარჩინოს, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნოს ვიღაცას, ადამიანად აგრძნობინოს თავი... ასე რომ ხშირად გაუღიმეთ ერთმანეთს, თბილი სიტყვა უთხარით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ბედნიერი. ახლა ჩემს ლექსს შემოგთავაზებთ:
No comments:
Post a Comment