Tuesday, September 7, 2021

მოგონებებიდან (ეთერ ბერიშვილთან შეხვედრა)

 საერთოდ, საკვირველია ყოველივე ამ ცხოვრებაში, ვინაიდან ხშირად ისეთები ვარდებიან ქერის ორმოში, რომლებიც არ იმსახურებენ, ისეთი ადამიანები მაღლდებიან, რომლებსაც განათლებაც კი არა აქვთ და ორი სიტყვის გადაბმაც კი უჭირთ ერთმანეთზე, როდესაც ბევრი განათლებული, წესიერი, პატიოსანი ადამიანი გაჭირვებაში ცხოვრობს და ისეთ სამუშაოზე მუშაობს, რაც მათ განათლებას და სულს არ შეეფერება. რამდენიმე დღის წინ ქალბატონი გავიცანი, გამომცემლობაში მუშაობდა თურმე საბჭოთა დროს, იყო ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის წიგნების რედაქტორი (ეთერ ბერიშვილი), რომ გაიოგო მწერალი ვარ, გაიხსენა ძველი დრო, რა ხალხი იყო ის ძველი მწერლები, რა სულის პატრონები, რა ინტელიგენტებიო. მეფერა, მიყვარს შემოქმედებითი ადამიანებიო, გული სწყდებოდა, რომ ახლა თავისთვის შეუფერებელ სამსახურში უწევდა მუშაობა, მაგრამ ყველაფერს ეგუებაო ადამიანი, გაცისკროვნებული და ბედნიერი მზერა გამომაყოლა, მეც დავუტოვე ჩემი დიდი სიყვარული და სითბო, აბა როგორ...

No comments:

Post a Comment