გთხოვ მაპატიო, დღემდე ახლოს რომ არ გიცნობდი,
გთხოვ მაპატიო, თავის დროზე ვერ დაგინახე,
გთხოვ მაპატიო, თუ რაღაცა ვერ ვთქვი ან არ ვთქვი,
გთხოვ მაპატიო, კიდევ მეტად რომ არ მიყვარდი,
რომ ვქცეულიყავ ჩიტად ანდა ლამაზ პეპელად,
გადამელახა ყველა მთა და ყველა წყვდიადი,
გთხოვ მაპატიო, ვერ გიქციე ბაღი ედემად,
ვერც შენ გადმოგეც ჩემი გრძნობა და ხვაშიადი..
No comments:
Post a Comment