Friday, September 10, 2021

უცნობისგან

 შენ იმ საღამოს ისე ელავდი, ვით მარგალიტი,

ირეკლებოდა შენს თვალებში ბრის შუქ-ჩრდილები

და სარკეებში არეკლილი შენი ხელები

ჩუმად დავკოცნე და ვიჯერე გული ფერებით.

ლია შენგელიძის კომენტარი:

გრძნობას მორეულს ვერაფერს უზამს,
შენ ხარ იმისი
ლექსების მუზა.
არა მგონია,
იყოს უნდობი,
ჰიმნებს რომ გიძღვნის
ვინმე უცნობი.

მაია დიაკონიძე, პასუხი

მგონი ლანდია მართლაც წარსულის,
ტყვედ ქმნილა ნაზი მოგონებების,
იხსენებს თვალებს, ლურჯებს, ასულის,
რომ ირეკლავდნენ ზღვად სარკეები.


No comments:

Post a Comment