დღეს ჩემს ბინაში გელოდები, გარეთ თოვლია,
ყინავს, თეთრ ფიფქსაც ქარი მალე ქუჩებს მოაფენს,
სახეში გაყრის, ალბათ, ახლა თავგამეტებით,
მაგრამ გაუძლებ, არ შედრკები, მალე მოაწევ.
და გამიხარებ გულს, რომელიც ძალუმად მიძგერს,
შენს სიყვარულში უნდა ალბათ რომ გაილიოს,
როგორც მზის სხივებს გაზაფხულზე მოგელი ისევ,
დაე, სიცოცხლის ბოლო წამმაც შენთან მიწიოს.
No comments:
Post a Comment