Saturday, September 11, 2021

მე - ქალი, შენა - ბალღიო (სატრფიალო -სალაღობო)

შენი თავ გულზე მივიყრდენ, 
ქვითინებ, როგორც ბავშვიო,
- შენ ტრფობამ გული გამივსო,
მოვკვდები, - გაიძახიო,
ვაჟო, მაგ შენს დიდ სიყვარულს,
სხვა მოუნახე არხიო,
არ ვარ მე შენი საფერი,
მე - ქალი, შენა ბალღიო.


No comments:

Post a Comment