Tuesday, September 7, 2021

ჩანახატი, პეპლები

 ძალიან მიყვარს პეპლები, ბავშვობაში უკრაინაში საოცარი შავი პეპლები დაფრინავდნენ, მითხრეს ადმირალი ჰქვია, მახსოვს, წერეთელზე მივდიოდი ამას წინათ, გვერდზე ჩამიფრინა და ჩემს შორიახლოს დაჯდა, გამიკვირდა ქალაქში მისი დანახვა, ახლოსაც მივედი, დავაკვირდი, არ გაფრენილა, ისეთები საქართველოში არ მინახავს, თავბრუდახვეული ვუყურებდი ხოლმე, სილამაზის დიდი ტრფიალი ვარ, მიყვარს აქაური თეთრი პეპლებიც, აყვავებულ მინდორს რომ დაჰფარფატებენ, ნუთუ, არსებობს ამაზე დიდი სილამაზე, რასაც აქ ვუყურებთ, ზოგი პეპელა ადამიანივით გამორჩეულია და თვალს გვტაცებს, აი, ჩემი ლექსიც:

როგორ მიყვარხარ და მათრობ, ჩემო, ლამაზო პეპელავ,
სილამაზის ხარ მომფენი, მეც მატკბობ ეშხით ნელ-ნელა,
შენი სათუთი ფიქრები, განა ვიღაცას მოჰპარე?!
შენია, მეც შენთვისა ვარ, სანამ მზე მადგას მცხუნვარე.
მაია დიაკონიძე
28.08.2021წ.

No comments:

Post a Comment