Tuesday, September 7, 2021

ესენინს

დილა მშვიდობისა, ჩემო მეგობრებო, რატომღაც იმედი მაქვს, რომ კოვიდს მალე გავუმკლავდებით, არ შეიძლება ამ საძაგელმა ვირუსმა ასე გააგრძელოს თარეში, მე კი მუზები არ მასვენებენ და გთავაზობთ ლექსს, რომელიც ჩემს ლურჯთვალა პოეტს, სერგეი ესენინს მივუძღვენი, ბავშვობიდან ვიყავი მასზე შეყვარებული:
მაკვირვებს მუდამ შენი ღიმილი,
ბავშვური, წრფელი, ლაღი მზესავით
და როცა გკოცნი, ასე მგონია,
შენი ტუჩიდან შევსვი ნექტარი.
ასე მგონია, ხელახლა ვიშვი,
ვით აფროდიტა ზღვების ქაფიდან,
შენი დაკარგვის თანა მდევს შიში,
კაცობრიობის დასაბამიდან.
მაია დიაკონიძე

30.08. 2021წ. 

No comments:

Post a Comment