"შენს ცისფერ თვალებს მაიკო"
"ლურჯი თვალები"
ვის არ უნახავს ლურჯი თვალები,
მნათობი ცისკრად ამომავალი,
ვით მოქარგული სულის თაღები,
წმინდა ხატების შუამავალი,
ლურჯი ცისფერში ისე ერევა, თითქოს სხივები ხატავს ანარეკლს,
და ელოდება ზღვა მოფერებას,
როგორც ტაძარი ზარის დანარეკს.
ვის არ უნახავს ზღვა თვალ-გამჭოლი,
ქარის ელფერით აზვირთებული,
გაოცებული მზერა ნასროლი,
როგორც საღამო გაფითრებული
ეს ხომ ღმერთების ანარეკლია,
ცისფერ ტალღებზე ამხედრებული,
ხან ცისფერია სხივთა ნაკადი,
ხანაც ლურჯ ფერში აცრემლებული
ვის არ უნახავს თვალები ლურჯი,
როგორც ცქრიალა ნაწილი სულის,
შემოფეთება ორბივით ურჩი,
რომ დაგავიწყოს მოდგმა და რჯული
ვის არ უნახავს ცა მდუმარებით,
ჩამქრალ ოცნებით დაბნელებული,
მაგრამ ცისფერი თვალების ნებით,
მთვარე სილურჯით განელებული,
თუ ჩამქრალ არეს ნათელს შეაფრქვევს,
გაზაფხულივით მოაფრენს მერცხლებს,
სანუკვარ ლანდებს ლურჯი თვალები,
ელვას მოაფენს და ზეცას ცეცხლებს,
მაგრამ შენს თვალებს რა შევადარო,
თვალებს უძიროს, მღელვარე ვნებას,
ჯადოსნურ სარკის სულის ავდარო,
შენში ვსახლდები, თუ მომცემ ნებას.
დავით თაქთაქიძე
No comments:
Post a Comment