შეყვარებული კაცის ფიქრები
აგიდ -ჩაგიდის ჰანგზე ნიავის
ეგ ჩემი მკვლელი ურჩი ბორცვები,
წამწამებს მიხრი, თითქოს მორცხვობდა,
გთხოვო, კოცნისაც არ ხარ მომცემი...
მაწვალებს შორი ალვა- ცეცებით,
ცდუნების პირას მყოფი თვალები,
ქარივით მოგდევ, ვერ გაგეცლები,
ვიცი მაინც არ შეგებრალები...
ატეხილ ჭალებს სიო დაუვლის
და ააცეკვებს ტანს ალვებისას,
შენი ტუჩები ისე ცხელია,
როგორც მზის სხივი აალებისას...
დამწვი, დამნაცრე, რას ელოდები,
შემინთე ცეცხლი ველურ ვნებების,
მოგიტაცებ და მთაში წაგიყვან,
ერთხელაც თუკი არ დამნებდები....
No comments:
Post a Comment