Saturday, August 14, 2021

შენა ხარ ჩემი რომიც და მექაც (სატრფიალო)

შენი თვალების ცქერა მწადია,

ვიღებ ხელჩანთას, მოვდივარ შენთან

და ვიძირებით ვნების მორევში,

შენა ხარ ჩემი რომიც და მექაც.

მერე ქალაქში გავისეირნებთ,

შემოვუსხდებით მაგიდას ერთად,

ჩაი და ყავა, როგორც ყოველთვის,

შენა ხარ ჩემი რომიც და მექაც.

ხელს შუბლზე იდებ და ჭმუხნი სახეს,

იჩქარი მუდამ, იჩქარი დღესაც,

ახლა თოვს, მალე გაიამინდებს,

შენა ხარ ჩემი რომიც და მექაც.

 

 

No comments:

Post a Comment