დღეს მე პაემანს დაგინიშნავ ყვითელ ქვიშაზე,
უდაბნოს ეშხით დავითვრები, როგორც აქლემი,
ჩემი შუქურა შენ იქნები და ლურჯი სფინქსი,
მთვარის და მზის რომ დასდგომია ერთად ნათელი.
შიშველ სხეულზე დამაკვდება ვარსკვლავთა სხივი
და წერტილებად შუქ-ჩრდილებიც აელვარდება,
რომ მოგიზიდო, ჩემთან იყო გულით და ფიქრით,
არ გაგიჭირდეს ჩემი მზესთან დასაფლავება.
No comments:
Post a Comment