ჰო, საყვარელო, ვნებისა და ტრფობის ამშლელო,
მინდა, შენს მკლავზე დაძინება, თვალის გახელა
და მეტიც მინდა, ალერსი და კოცნა შეშლამდე,
შენ კი მითხარი, გარყვნააო ამის გამხელა.
იქნება მინდა, რომ შენს მკერდზე მაგრად მიმიკრა,
რომ დამიაროს ჟრუანტელმა თხემით ტერფამდე,
სისხლში კი ნაზი სიტკბოების ჯაზი უკრავდეს
და ამიყვანო მაღლა ცაში თითქმის ღმერთამდე.
მაია დიაკონიძე
17. 08.2021წ.
No comments:
Post a Comment