შენ აღარც ხუმრობ ჩემო დაია,
მუზად ნატრობდი ყოფნას,... მოვიდა,
ნეტავ მკითხავად გადამაქცია,
ვინ გითვალთვალებს ასე შორიდან
ეგ მეც მინდა რომ გავიგო,
ახლოს არის თუ შორიდან
მითვლის სიყვარულს, ანჯამებს
კი ვერ ხსნის სიყვარულისას.
რას გაუგებ სიყვარულს,
ვინ ივანებს ვის გულში,
უყვარდე კაცს, კარგია,
გდიოს ასე კვალ- ხნულში.
როცა ვინმეს უყვარხარ,
სცდები ზეცის ნაპირებს,
განტოლების ამოხსნას
მაინც ჯერ არ ვაპირებ.
No comments:
Post a Comment