Saturday, August 21, 2021

ვინ, ვინ გაგიბედა? ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ვინ, ვინ გაგიბედა?

1. თითქოს ჩამომგლიჯეს
გულზე ხატი,
მთებმა გააზარა
გმინვის ეხო...
მეგონა, წაბორძიკდა
თვით ატლანტი,
ცის თაღი
მიწაზე ჩამოემხო.
2. ტრფობას გულში
ჩუმად ვაყვავებდი,
ვინ, ვინ გაგიბედა
ხელის თხოვა...
ელდამ გადამიხსნა
თითქოს მკერდი
და ზედ ყვავილებზე
დამათოვა.
3. ნეტავი თქმა
მაინც გამებედა,
სულ ნატვრის
ფერიას გადარებდი,
შენ ხომ... თუნდაც
ერთხელ შეგეხედა,~
თავად ამურსაც კი
გადარევდი.
4. იყავ მშვენიერი
და წარმტაცი,
მიტომაც თავი
ვერ გაგიტოლე...
ბედოოო... რატომ ხელი
არა გტაცე,
როცა ასე ახლოს
ჩამიქროლე?
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი. 25.03.2015 წელი.

No comments:

Post a Comment