მომწყურებია შენი ცქერა, როგორც აროდეს,
მინდა
სულ მუდამ შენი ნაზი მზერა მათბობდეს,
და
ცის მელანი, ჩამოღვრილი შენს ნატიფ თვალში,
ჩაედინება
ოკეანის ზღვებსა და წყალში.
მინდა
მახსოვდეს შენი ხელი, ბროლი თითების
და
ის წუთები ამბორის და თავდავიწყების,
ის
დუმილი კი, წლების წინათ, რითაც დამსაჯე,
ახლაც
გულს მიკლავს, მოსვენების ნებას არ მაძლევს..
ავტ.
უცნობი
No comments:
Post a Comment