Saturday, August 14, 2021

ავტ. ავთანდილ ჟღერია

 განთიადია, მელნისფერი

ზეცის თაღია,
მთვლემარე ფოთლებს აღვიძებენ
ჩიტთა გნიასი,
და არემარე ქარვაა და
თაფლისფერია,
მე გამახსენდა ჩვენი ყოფნა
ბეთანიაში.
გამახსენდა და ჟრუანტელმა
ამრიდამრია,
რა დილა იყო რა საამოდ
ღამენათევი,
რომ აისივით სიყვარულით
ანთებულებმა,
სამარადისო ერთგულების
ფიცი დავდევით.
.და ახლა ვეტრფი შენს სითეთრეს
სახის ნაოჭებს
გავეცლებოდი ამ სამყაროს რომ
ვერ ვიტანდე,
ვერ აღვიქვამდი მე აისის
მშვენიერებას,
ისევ ისეთი სიფაქიზით რომ
არ მიყვარდე.
ავთანდილ ჟღერია

მეც გამახსენდა ის წუთები, ტკბილი საამო,
ახლაც კი ვფიქრობ, ცხადი იყო ან თუ სიზმარი,
ღამენათევებს დილა შეგვხვდა პირზე ღიმილით,
ცა დაგვნათოდა, "მიყვარხარო", ისევ მითხარი,
და წლების მერეც ისევ ისე ძლიერ მიყვარხარ,
თითქოს ერთი დღეც იმის შემდეგდ ჯერ არ გასულა,
და ახლა როცა ისევ ვიყავ ბეთანიაში,
ენაცვლებოდა ოქრო, ქარვა ლილას ზღაპულად.


მე გამახსენდა ის ცა, ნაზი, ლილას ირევდა,
ის ქარვა-ლალიც, არემარე ძლივს რომ იტევდა,
და ბეთანიაც, თითქოს ცხადი, თითქოს სიზმარი,
ზმანებასავით მთელ ცხოვრებას თან რომ მისდევდა.
მეც დამიარა ჟრუანტელმა ახლა სხეულში,
ცრემლმა მაწვიმა და ცოტათი ამრი-დამრია,
შენ წახვედი და გაიყოლე ღამის სიზმარი,
ლილა შემომრჩა ამ თვალებში, ვნახე ამ დილას.



No comments:

Post a Comment