ნ უ ღ ა რ დ ა მ ი ც დ ი !
ქუჩა სავსეა
თეთრი პეპლებით,
ქათქათებს ჩიხი,
როგორც მიტკალი.
დავბრმავებულვარ,
ანდა ვბერდები,
თოვა იანვრის
რომ ვერ ვიცანი...
ფიფქები ფიფქებს
მალავენ ფერით,
თითქოს ქალაქიც
უჩინარია.
თოვის ხმა,--ფიფქთა
წყნარი ნამღერი,
ყურს ჩუმად ესმის
ზამთრის არიად;
ჰაერი თოვლით
ჰგავს შენს თბილ სუნთქვას,
გახსოვს ეგ ბაგე
როგორ მიყვარდა?
და ალბათ ისიც,--
ჩემზე რომ უთქვავთ:
,,სხვა შეირთოვო
მერე იმ კაცმა!"
მივდევ თეთრ ქუჩას
და--ცხოვრების გზას,
და მეც თეთრი ვარ
ხნით და ამინდით.
--ვერ გადავიხდი
უკვე მე შენს ვალს,
და შენს გზით წადი,
ნუღარ დამიცდი!!!
7 იანვარი.2016 წ.
No comments:
Post a Comment