არ უარმყო ბედმა,
მომცა ლაღი თვალი,
საფერებლად მხოლიდ
გამაჩინა ქალი.
არ ვემდური არა --
გზები ღრუბლის ფთილა,
საამებლად ისევ
გამითენდი დილავ.
ლურჯ სამოსელს ვკლავაც
შემიკერავს ბინდი,
მზეო თიბათვისა,
ჩემსკენ ამობრწყინდი.
გამინათე აწმყოვ,
გათოშილი გული,
სალაღობო ლხენის
მომეც გაზაფხული
No comments:
Post a Comment