სიზმარში მოხვალ, ჩემი ქალი, დამიცხრობ წყლულებს,
როგორი გზნებით დაგიკოცნი ეშხიან ტუჩებს,
და მკერდს, რომ დაჰკრავს თეთრი გედის ნაზი იერი,
ჩემი იქნება ამიერი და იმიერი,
ეს სიახლოვე, როგორც დემონს ისე მაგიჟებს,
კარებს მიღებენ ლურჯი ტბები იაგუნდებით,
დილით კი როცა შენ გაჰქრები, როგორც მირაჟი,
ამ უშენობის სევდით ყოფას დავუბრუნდები.
უცნობი
No comments:
Post a Comment