ოჰ, რამდენს ვივლი, მოვაღწიო იქნებ შენამდე,
შენს საბუდართან მოვფრინდე და შემოგჭიკჭიკო,
დამიზამთრდება, არ იქნება მერე ფრენანი,
და ამიტომაც ამ ზაფხულში მინდა გიხილო,
შენ მომანათებ ცისფერ თვალებს, და ასე მეტყვი,
გელოდებოდი ულამაზესს ამდენი წელი,
და აჰა, დადგა დრო და ჟამი ჩვენი შეხვედროის,
ვერ შემაშინებს,თვით ცერბერიც, სიკეთისმსვრელი.
ჩაგიხუტებ და აგიყვან გადაღლილს ხელში,
უკვდავების წყალს მოგაწოდებ წვეთობით, შესვი,
აღარ მოვუშვებ შენთან არც ქარს, თვით სუსტ სიოსაც,
შენი თავი ხომ მოსავლელად ღმერთმა მიბოძა.
--------------------------------------------------
ოჰ, როგორ მინდა, რომ იწვოდე ჩემი ტრფიალით,
ამურმა ჩემი სიყვარულის ისრით განგგმიროს,
რომ გაიჟღინთო სიტკბოების ნაზი ნექტარით,
როგორც ფუტკარმა ჩემს ფურცლებზე დაიყვავილო.
და გავხდე შენთვის ერთადერთი და შეუცვლელი,
გადამიარო ყოველ დილას ფიქრის მიმინოდ,
და ქვეყნად არვის არ დაუთმო შენ ჩემი თავი,
არ გამიმეტო, არ დამტოვო მე უღიმილოდ.
No comments:
Post a Comment