როდესაც შორით წამიღებენ ცის ვარსკვლავები
და აღმოვჩნდები სიზმარეთის ცისფერ კარებთან,
შენ შემომხვდები, როგორც ვინმე უცხო რაინდი
და მეტყვი: "კარგო, ნეტავ, საით მიგეჩქარება?!"
მე გაოცებით შემოგხედავ და უცაბედად,
მივხვდები, შენ ხარ, ვისზეც ვფიქრობ ამდენი წელი,
ამიჩქარდება პულსი, სუნთქვა და უშენობის
დამავიწყდება ამქვეყნიურ პალატთა ბჭენი.
ხელებს ჩაგკიდებ, მონატრებულს ჩაგეხუტები,
სულს მოვითქვამ და გატაცებით ბევრჯერ გაკოცებ
და სიზმარეთის კარებშიაც ისევ მოგელი,
ისევ მეწვიე, ისევ მსურხარ, ნუ დააყოვნებ.
No comments:
Post a Comment