სოფლის ბოლოს რომ დგას ძველი ქოხმახი,
იქ დაგიცდი, დღეს უმთვარო ღამეა,
ძაღლიც უნდა მოვიყოლო, იცოდე,
თეთრი მურა, სულ რომ ჯაჭვით აბია.
როცა მოხვალ, პირში ძვალი მიეცი,
რომ ჩაგთვალოს თავის ერთგულ მეგობრად,
მერე მოდი, გავიხაროთ გულები,
არ იფიქრო, რომ დაგნებდე იოლად.
უნდა მითხრა ბევრზე-ბევრი ლექსები,
სავსე იყოს ყვავილით და პეპლებით,
მერე თაფლით მოვითხუპნოთ პირები,
იმ კოცნას რომ ჰქონდეს მეტი ეფექტი.
დანარჩენზე უკვე მერე ვიფიქრებ,
შეიძლება დღეს იმპროვიზაცია,
სიყვარულით თუ კი უცებ მოვკვდები,
შესძლებ ალბათ ჩემს რეინკარნაციას.
No comments:
Post a Comment