შენკენ მომაფრენს მე გრიგალი, თავაწყვეტილი,
უნდა მოვნახო ზიარების მყუდრო წერტილი,
ხელი ჩაგკიდო, აგიტაცო, გაფრინო ცაში,
მერე ჩამოვსხდეთ კლდის ნაპირას, შევჭამოთ ვაშლი,
რომ მოვიპარეთ ჩვენ ბაღიდან ლურჯი სამოთხის
და ახლა დაღლილთ, გულებშიაც მზე არ ამოგვდის,
მაგრამ ოდესღაც გაინათებს, იელვებს ცაში
და უკვდავების წყალს შეგვასმვვს უფალი თასით.
No comments:
Post a Comment